“ცხოველების ფერმა”

Image-1 (1)“ყველა ცხოველია თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები”. 

ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა” – რომანი, რომელიც აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში, რადგან ბოლშევიკებმა მასში საკუთარი თავი ამოიცნეს. თუმცა იგივე შეიძლებოდა ეფიქრათ სხვებსაც, რადგან ყველა ტოტალიტარული რეჟიმი, საბოლოო ჯამში ტყუპი ძმებივით ემსგავსება ერთმანეთს.

წიგნში მოქმედება ფერმაში ხდება, სადაც ცხოველები აჯანყდებიან, მმართველობას კი ღორები ჩაიგდებენ ხელში. ცხოველების დახმარებით მწერალმა პოლიტიკური სატირა შექმნა რუსეთის რევოლუციაზე, პოლიტიკურ წყობასა და ბელადებზე. რომანის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟში, დიქტატორ ღორში, მკითხველმა სტალინი ამოიცნო, მის მოკავშირეში ბერია, ხოლო დანარჩენ ცხოველებში კი მთელი კომუნისტური წყობა. ვრცლად ““ცხოველების ფერმა””

ცხოვრებაში ერთხელ მაინც…

Begin_Again_film_poster_2014ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გააკეთო ის რაც გიყვარს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გარისკო და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იყო ბედნიერი.

“ისინი ცხოვრობენ მუსიკალური სამყაროს ცენტრში, ნიუ-იორკში. დენი – შოუ-ბიზნესის ლეგენდა და მუსიკალური ლეიბლის ყოფილი დირექტორი იყო. გრეტა – მუსიკოსი და როკ-მუსიკოსის ყოფილი შეყვარებული. ისინი ყველაფერს თავიდან იწყებენ”.

სასიამოვნო, ლამაზი, მუსიკალური, განსხვავებული – ასე დავახასიათებდი რეჟისორ ჯონ კარნის ახალ ფილმს “Begin Again”, კირა ნაითლისა და მაიკლ რუფალოს მონაწილეობით. ფილმი ნამდვილად არ ჰგავს ტიპიურ მიუზიკლს ხმაურიანი დადგმებით ან ზედმეტად დრამატულ მელოდრამას ბანალური დასასრულით. ეს არის ფილმი, რომელთან ერთადაც დროს სასიამოვნოდ გაატარებთ და არ იტყვით, “ჩემი ცხოვრების 2 საათი უაზროდ დავხარჯეო”. ფილმში მოქმედება ნიუ-იორკში ხდება, ქუჩის მუსიკოსების, ცენტრალური პარკის, ნაყინების, ღამის კლუბების, ფრენკ სინატრას, წვიმიანი ქუჩებისა და ახდენილი ოცნებების ქალაქში. ქალაქში სადაც მუსიკა ყველას უყვარს. შეუყვარდება ამ ფილმის ნებისმიერ მაყურებელსაც ან თუ არ შეუყვარდება, იმის სურვილი მაინც გაუჩნდება, რომ თავის საყვარელ სიმღერას მოუსმინოს. ვრცლად “ცხოვრებაში ერთხელ მაინც…”

სიგიჟესა და გენიოსობას შორის

vangogh“მე ვოცნებობ ხატვაზე და შემდეგ ვხატავ ჩემს ოცნებას” – ამბობდა ვინსენტ ვან გოგი. მას უნდოდა, რომ ნახატების საშუალებით საკუთარი განცდები და ემოციები სხვა ადამიანებისთვისას გაეზიარებინა. თანამედროვე მხატვრობის პირველმა გენიოსმა მიზანს მიაღწია. მან საკუთარი, განუმეორებელი მხატვრული ენა შექმნა. მისი ტილოების ყურებისას გავიწყდება, რომ ნახატის წინ დგახარ. სწორედ ეს არის გენიოსობა….ვრცლად “სიგიჟესა და გენიოსობას შორის”

10 საუკეთესო წიგნი ჩემი ბიბლიოთეკიდან

person-reading-a-book-226x3001. მიხაილ ბულგაკოვი – “ოსტატი და მარგარიტა”.

2. ჯოან როულინგი – “ჰარი პოტერი”.

3. ვიქტორ ჰიუგო – “კაცი, რომელიც იცინის”.

4. ოსნე საიენშტადი – “გროზნოს ანგელოზი”.

5. ჯორჯ ორეული – “ცხოველების ფერმა”.

6. ოსკარ უაილდი – “დორიან გრეის პორტრეტი”.

7. გურამ დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი”.

8. ჯონ გრინი – “ბედის ვარსკვლავის ბრალია”.

9. უმბერტო ეკო – “ვარდის სახელი”.

10. მილან კუნდერა – “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე”.

 

ამავე პოსტში მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან კარგ საიტზე, რომელიც პირადად მე ბევრი წიგნის მოძიებაში დამეხმარა. ეს არის www.goodreads.com საიტზე შეგიძლიათ დარეგისტრირება, ასევე მეგობრების დამატება, რეკომენდაციების ნახვა/გაგზავნა, წიგნების შეფასება ან სხვების შეფასებული წიგნების ნახვა. მოკლედ ყველაფერი ის, რაც მკითხველებს გვიყვარს. კარგ საღამოს და ბევრ საინტერესო წიგნს გისურვებთ :)))))))

“ყველაფრის დასაწყისი”

book-quote-beginning-of-everything“ეზრა ფოლკნერს სჯერა, რომ ყველა ადამიანს ელოდება განსაცდელი – ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგაც მოხდება ყველაფერი ის, რასაც აქვს მნიშვნელობა. მისი ცხოვრება ერთ არაჩვეულებრივ ღამეს შეიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევამ ხაზი გადაუსვა ეზრას სპორტულ კარიერასა და სოციალურ ცხოვრებას.”

სწორედ ამ სიტყვებმა მიბიძგა, რომ წამეკითხა რობინ შნაიდერის “ყველაფრის დასაწყისი” (The beginning of everything). წიგნი, რომელიც არ ჰგავს სხვა ე.წ. “თინეიჯერულ რომანებს”, სრულყოფილი გმირებითა და ბანალური დასასრულით. “ყველაფრის დასაწყისი” არის წიგნი ცხოვრებაზე, გამოცდილებაზე, წინააღმდეგობებზე, განსაცდელზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, საკუთარი თავის შეცნობაზე…. იმაზე, თუ როგორ შეიძლება, რომ ადამიანის ცხოვრება წამის მეასედში თავდაყირა დადგეს, როგორც ეს ეზრას შემთხვევაში მოხდა. “სკოლის მეფე” უბრალო ბიჭად, სხვების დასაცინ ობიექტად იქცა. ავტორი მარტივი ენით გვიყვება, თუ რა სიძნელეების გადალახვა მოუხდა მთავარ გმირს, იმისთვის, რომ გაეგო თუ ვინ არის და რისი გაკეთება უნდა. “ძალიან დიდი სხვაობაა ორ რაღაცას შორის: გადაწყვიტო წასვლა და იცოდე სად მიდიხარ” (რობინ შნაიდერი).

საკუთარი თავის შეცნობის გზაზე ეზრა გაიცნობს გოგონას სახელად კასიდი, რომელიც მას თავისი განსხვავებულობით მოხიბლავს. ის არავის ჰგავს. თავგადასავლებისადმი საოცარი სიყვარული კასიდის  კიდევ middle_18653aade57738cb663a6125df03e0b929_beginningofevery_quotegraphic_16უფრო არაამქვეყნიურს ხდის. მათი ურთიერთობა ნელ-ნელა ვითარდება და გეუფლება ის უცნაური გრძნობა, რომ თითქოს შენც მათთან ერთად გიყვარდება, განიცდი, გიხარია, ოცნებობ. წიგნის ერთ-ერთი დანიშნულებაც ხომ სწორედ ის არის – სხვა, განსხვავებულ სამყაროში გამოგზაუროს და ყოველდღიურ რეალობას მოგწყვიტოს.

ავტორი წიგნს ოსკარ უაილდის სიტყვებით ასრულებს: – “იცხოვრო, ძალიან იშვიათი რამ არის დედამიწაზე. უმეტესობა უბრალოდ არსებობს”.

 

ჟურნალისტის თვალით დანახული ომი

groznos-angelozi-500x500ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხშირად მისვამენ კითხვას: – “რატომ გახდი ჟურნალისტი”. ეს კითხვა ცოტა არ იყოს მაღიზიანებს, რადგან მასში ირონიაც ჩანს და უაზრო ცნობისმოყვარეობაც. “მინდოდა და იმიტომ”; “ეს საქმე მაინტერესებს”; “უბრალოდ ძალიან მიყვარს ჟურნალისტიკა”; “ხალხთან ურთიერთობა და წერა მიყვარს” – პასუხი უამრავი შეიძლება იყოს. თუმცა რეალურად, მხოლოდ “გროზნოს ანგელოზის” წაკითხვის შემდეგ მივხვდი თუ რას ნიშნავს იყო კარგი ჟურნალისტი.

ოსნე საიეშტადი ჩემს გმირად იქცა. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ გაოცებული ვარ ამ ადამიანის გამბედაობით. დღემდე თუ მკითხავდნენ შენი მისაბაძი ჟურნალისტი ვინ არიო, პასუხის ძიებაში შემეძლო საათობით ვმდგარიყავი ჩუმად. ამიტომ ვამბობდი, რომ ასეთი პიროვნება არ მყავდა. ახლა კი ამაყად ვიტყვი, რომ ეს არის ოსნე საიეშტადი. ნორვეგიელი ჟურნალისტი, რომელიც წლების განვალობაში მოგზაურობდა ჩეჩნეთში, ხვდებოდა ხალხს, ბავშვებს, პოლიტიკოსებს, ჯარისკაცებს, ისმენდა მათ ისტორიებს. შედეგად კი დაიბადა “გროზნოს ანგელოზი”. წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და, ალბათ, კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები. ოსნემ დამანახა, რომ ნამდვილი ჟურნალისტიკა ძალიან დიდ მონდომებას, გამბედაობას, მიზანდასახულობას და რისკზე წასვლას მოითხოვს. შეიძლება უცნაურია და ცოტა სიგიჟეა, მაგრამ წიგნის კითხვისას მთელი გულით მინდოდა, რომ ავტორის ადგილას ვყოფილიყავი. მინდოდა, რომ წიგნის მთავარ გმირებს მეც შევხვედროდი.

criancas1“გროზნოს ანგელოზი” რუსეთ-ჩეჩნეთის ომს ეხება. მასში მოთხობილია უბრალო ადამიანების – შვილდაკარგული დედების, ობოლი, უსახლკარო ბავშვების, გაჭირვებული ოჯახების, დაკარგული ადამიანების ისტორიები. ოსნე საოცარი სიზუსტით ყვება იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ომი საკუთარ თავზე გამოცადეს. ვფიქრობ, რომ  წიგნი გულგრილს არავის დატოვებს. განსაკუთრებით კი ჩვენ, ვინც რუსეთის ბოროტება საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

იქნებ ოდესმე მომეცეს იმის საშუალება, რომ ოსნეს პირადად შევხვდე და მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჟურნალისტიკა კიდევ უფრო შემაყვარა.

გრძელი ნათელი (ბნელი) დღეები…

2129713გრძელი ნათელი დღეები – ფილმი, რომელმაც არარსებული მოგონებები გამიცოცხლა. ის ფაქტები, რომლებიც  ჩემს ცხოვრებაში არასდროს მომხდარა, მაგრამ მათზე ბევრი მსმენია.  ფილმი საოცარი სიზუსტით აცოცხლებს წარსულს და ბნელი 90-იანების საქართველოში გამოგზაურებს. იქ, სადაც ქაოსი, უსამართლობა, ძალადობა, გაურკვევლობა, ჩაგრვა, განუკითხაობა და სიღარიბე ბატონობს – ეს ყველაფერი კი ადრე დილით, უსასრულო პურის რიგში დგომით იწყება და საღამოს, სინათლის მოლოდინით სრულდება. ვრცლად “გრძელი ნათელი (ბნელი) დღეები…”

წიგნის სუნი – ის, რაც არასდროს შეიცვლება

,,არ არსებობს იმაზე უფრო ერთგული მეგობარი, ვიდრე წიგნი”- ე.ჰემინგუეი.

images (3)ჩემთვის წიგნი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ისეთი, ღრმა ბავშვობაში რომ გაიცნობ და თქვენი მეგობრობა წლებს რომ გაუძლებს. ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი მაშინ, როცა ზაფხულის ცხელ დღეს იძულებული ვიყავი “ტომ სოიერი” წამეკითხა. მეუბნებოდნენ, რომ სხვანაირად ჭკვიანი გოგო არ გავიზრდებოდი. მევ ვიჯექი და ვკითხულობდი. ოღონდ, დათქმული მქონდა, რომ ყოველდღე ერთ თავზე მეტს არ წავიკითხავდი, ზედმეტი რომ არ მომსვლოდა. ასე თვლა-თვლაში როგორღაც წიგნის ბოლოშიც გავედი და 7 წლის ბავშვის ტვინით მივხვდი, რომ კითხვა არც ისე ცუდი საქმიანობა იყო. არც ისე ცუდი ეძახე და კი შევყევი სამუდამოდ. “ტომ სოიერს” “პეპი გრძელიწინდა” მოყვა, ამ უკანასკნელს კი “კარლსონი”. შემდეგ იყო ჟიულ ვერნი და მისი საოცარი ისტორიები. და აი ასე მივედი იმ დღემდე, როდესაც ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი წიგნის სუნი. (არ ვიცი მანამდე რა სჭირდა ჩემს ყნოსვას, მაგრამ ალბათ, უბრალოდ ყურადღება არ მიმიქცევია.) მახსოვს, რომ ასე 9 წლის ვიყავი და ბიძაჩემმა საჩუქრად “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” მომიტანა. დიდი ხნის ნანატრი წიგნი ჩავიგდე ხელთ და ვინ დამასწრებდა მის წაკითხვას. მეც გადავშალე და ცოტა ხნის შემდეგ რაღაც უცნაური, ახალი და საინტერესო სუნი ვიგრძენი. მას შემდეგ არ არსებობს, რომ ახალი წიგნი არ ვიყიდო და გადაშლისთანავე არ ვიგრძნო ის სურნელი, რომელიც არც კი ვიცი როგორ ავხსნა.  ვრცლად “წიგნის სუნი – ის, რაც არასდროს შეიცვლება”

ერთი დღე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად

DSCN4108“კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო: აბა დღეს მე ვის რა ვარგე?” (ილია) – ამ წარწერას აუცილებლად შეხვდებით იმ შენობის კედლებზე, რომელშიც ასოციაცია “ანიკა” მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ყოველდღე სიხარულით მიდიან. მათთვის “ანიკა” არის არამარტო სკოლა, არამედ მეორე ოჯახიც, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარია. აქ მეც მეგობრად მიმიღეს.

ასოციაცია “ანიკას” პედაგოგი, მაია კირკიტაძე იმ ბავშვების შესახებ ყვება, რომლებთან ერთადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს: – “დაახლოებით 25 ბავშვი გვყავს და ისინი აქ ყოველდღიურად მოდიან. ვასწავლით ისტორიას, მათემატიკას, ქართულს, გეოგრაფიას. ასევე კვირაში ორჯერ გვაქვს შრომისა და ხატვის გაკვეთილები, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ქართულ ფილმებსა და მულტფილმებს ვუყურებთ ხოლმე და შემდეგ ამ ყველაფერს განვიხილავთ. გარდა ამისა, გვაქვს მუსიკალური და სოციალური თერაპიისთვის განკუთვნილი საათები.” საუბრისას ქალბატონი მაია გრძელ დერეფანს მიუყვება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ნახატებია გამოფენილი. ნათელი, მკვეთრი ფერებით შესრულებულმა ნამუშევრებმა შეუძლებელია ყურადღება არ მიიქციოს. დაწყებული ბუნების პეიზაჟებით, დამთავრებული ლუარსაბისა და დარეჯანის პორტრეტებით. ბავშვების ფანტაზია უსასრულოა. “ეს ნახატები გამოფენაზეც გვქონდა გამოტანილი და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ასე ვაწყობთ ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებებს. სულ ახლახანს ბავშვებმა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლიც დადგეს. სახელი თვითონ აარჩიეს – “სიურპრიზი”. საბოლოოდ, მართლაც სიურპრიზი გამოვიდა.” – ამბობს მაია კირკიტაძე. ვრცლად “ერთი დღე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად”

“იცით, გაგვითავდა”…

cxcწიგნის ფესტივალზე ხომ ყველანი იყავით? ახალი წიგნებიც ხომ შეიძინეთ და სახლში დაბრუნებისთანავე მათი კითხვა დაიწყეთ? მეც გიერთდებით.

წიგნის ფესტივალზე წასვლა ერთი კვირის წინ დავგეგმე. გადავდე ყველა საქმე, ჩამოვწერე სასურველი წიგნების სია და ბედნიერი წავედი “ექსპო ჯორჯიას” პავილიონში. ეზოში შესვლისთანავე მივხვდი, რომ თავგამოდებული ბრძოლა მომიწევდა. ზოგიერთს იმდენი წიგნი მოჰქონდა, ორი ხელი არ ჰყოფნიდათ, პარკებს იქვე ტოვებდნენ და დარჩენილი წიგნების წამოსაღებად უკან ბრუნდებოდნენ. სხვა რა დამრჩენოდა, ფეხს ავუჩქარე. პავილიონში შესვლისთანავე მეგონა, რომ ვიღაცამ დიდ მინის ბურთში შემაგდო და ჰაერის ნაკადი სრულიად გადაკეტა. ისიც კი ვიფიქრე, უკან გავბრუნდები მეთქი, მაგრამ წიგნის სიყვარულმა თავისი გაიტანა. ვრცლად ““იცით, გაგვითავდა”…”